ესპანურმა ”სევილიამ” ტურინის ”იუვენტუსის” ფორვარდი ფერნანდო ლორენტე გაიფორმა. 30 წლის თავდამსხმელი ანდალუსიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ლორენტემ ახალ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბასკი ფეხბურთლი ”იუვეში” 2013 წელს ”ბილბაოდან” გადავიდა, ”ბებერი ქალბატონის” მაისურით მან ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 91 მატჩში 27 გოლი გაიტანა.