LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესის პოლიციის ავტოპარკი BMW i3-ით დაკომპლექტდა

41

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ბავარიულ ავტომწარმოებელთან 100 ელექტროქარის (i3-ის) გამოშვებასთან დაკავშირებით დაიდო. როგორც ქალაქის მთავრობა აღნიშნავს, პოლიციის ავტოპარკი აღნიშნული მოდელებით დაკომპლექტდება.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, ლოს-ანჯელესის პოლიციამ არა ერთი ავტომწარმოებლის მოდელები დატესტეს, როგორებიცაა Tesla Model S და სხვა ელექტროქარის ტიპური წარმომადგნელები და ბოლოს არჩევანი BMW i3-ზე შეაჩერეს.

როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, კონკრეტული მოდელი წარმოადგენს საუკეთესოს ამ კატეგორიაში ეკონომიურობისა და საიმედოობის თვალსაზრისით, ასევე აღნიშნეს მულტიმედიური სერვისი ConnectedDrive.

 

bc829e791ce1fa3109622fc9bc395e2e23617533

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები