ლუდს ადამიანების გაბედნიერება შეუძლია. გერმანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი და დაადგინეს, რომ ლუდს განწყობის სასიკეთოდ შეცვლა შეუძლია. საქმე ისაა, რომ ლუდის შემცველობაში არსებული ნივთიერებები ტვინის რეცეპტორებზე ზემოქმედებენ და როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ისინი დოპამინის დონეს ზრდიან. სწორედ ამიტომ, ლუდის მირთმევის პროცესი სიამოვნების გრძნობას იწვევს და ხშირ შემთხვევაში ადამიანს ერთ ბოკალზე გაჩერება უჭირს.
საინტერესოა, რომ ასეთი დასკვნის მისაღებას სპეციალისტები 130 ათასამდე მოხალისეს რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.