LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუვრის ბილეთები 30%-ით გაძვირდა

194
5374

ლუვრის ბილეთების საფასური გაიზარდა. ამიერიდან ტურისტებს პოპულარული მუზეუმის სანახავად 17 ევროს ნაცვლად 22 ევროს გადახდა მოუწევთ. სიახლის შესახებ The Guardian წერს.

ლუვრის მონახულების ფასი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინ დაჩქარებულად გაზარდეს. ამას ადასტურებს ინფორმაცია, რომელიც მუზეუმის საიტზეა განთავსებული.

ამასთან მუზეუმის მონახულებისას ისევ იმოქმედებს გარკვეული შეღავათები. მაგალითად, 18 წლამდე პირებს და ევროპის ეკონომიკურ ზონაში მცხოვრებ 26 წლამდე მოქალაქეებს – ექსპოზიციის ნახვა კვლავინდებურად უფასოდ შეუძლიათ.

ლუვრის ხელმძღვანელობა ფასების ზრდას ელექტროენერგიის გაძვირებას და საერთო ინფლაციას მიაწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები