მადრიდის მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტი 2 ივლისამდე გასტანს და სწორედ იმ პერიოდს დაემთხვევა, როდესაც ესპანეთის დედაქალაქი მასშტაბურ კარნავალს მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ გეი-ფესტივალზე „Orgullo Gay“-ზე დასასწრებად მადრიდს მილიონობით ტურისტი ეწვია და სწორედ ამიტომ მეტრო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. რაც შეეხებათ გაფიცულ მემანქანეებს მათი რაოდენობა 2 ათას სცილდება და მთავარი მოთხოვნა – დამატებითი სოციალური გარანტიების მიღებაა.
აღსანიშნავია, რომ მადრიდში სიტუაცია 30 ივნისს კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან გაფიცვას ტაქსისტებიც შეუერთდებიან და ქალაქის ცენტრში 10 ათასამდე მძღოლი გამოვა.