LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი დათო არჩვაძეს საყვედურობს – „სიყვარული მე ვიცი ორმხრივი!..“

45

Ardaidardo.Ge
მაია ასათიანი დათო არჩვაძეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით საყვედურობს. მართალია, ცნობილი ტელეწამყვანი არ ახსენებს, რომ არჩვაძეზე საუბრობს, მაგრამ ადვილი მისახვედრია მისი სტატუსის შინაარსიდან, რომ სწორედ არჩვაძეზე მიუთითებს. დათო არჩვაძემ, „მხოლოდ ქართული“-ს დაწყებამდე პროექტის შესახებ დაწერა, კონსტანტინე კარანაძის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქართული სიმღერის შესრულებას უკეთ ელოდა.

 

დღევანდელ „პრაიმტაიმთან“ კონსტანტინე კარანაძემ მის კრიტიკას უპასუხა: „ვახტანგ გორგასლის შთამომავალს ნამდვილად არ ვგავარ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ საყურით ან სიმღერის შესრულების მანერით განისაზღვრება ქართველობა!..“

 

მაია ასათიანმა დღეს გამოქვეყნებულ სტატუსში დაწერა:

 

„მთელი ცხოვრება „რუსთავი 2“ შენს სიმღერებს რომ აპიარებს, 10 წელი ყველა გადაცემაში სასურველი სტუმარი რომ ხარ, მათ შორის ერთ-ერთში ლამის რომ ცხოვრობდი, ცოტა უხერხული ხომ არაა, ამ არხის ახალ პროექტს საჯაროდ რომ ებრძვი, თან ვის უპირისპირდები? ბიჭს, რომელიც ქუჩაში მღერის, თავი რომ გაიტანოს! სიყვარული მე ვიცი ორმხრივი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები