LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერის ავტორია მაია ჯორჯაძე, დედაჩემი… თბილი, ქალაქური, კარგი სიმღერაა…“ – ზუკა ხუციშვილი

316
ზუკა-ხუციშვილი & თბილისური კვარტეტი

19 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“  ზუკა ხუციშვილი და „თბილისური კვარტეტის“ წევრები სტუმრობდნენ. გადაცემაში მათი ერთობლივი ნამუშევრის, „თუკი ისევ შემიყვარდი“ პრემიერა შედგა.

ვის ეკუთვნის თქვენი ერთობლივი ნამუშევრის, „თუკი ისევ შემიყვარდი“ იდეა?

ზუკა ხუციშვილი: ერთობლივი იდეა იყო. ერთობლივი სიყვარულით გაკეთდა ეს ნამუშევარი. სიმღერის ავტორია მაია ჯორჯაძე, დედაჩემი, მას ეკუთვნის ტექსტიც. თბილი, ქალაქური, კარგი სიმღერაა.

ლუკა ანთიძე: ერთობლივად ისეთი ნომერი გამოვიდა, რომ ნამდვილი ქალაქური სული იგრძნობა შიგნით. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა მაიას ამ ყველაფრისთვის.

ეს თქვენი პირველი თანამშრომლობაა… როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა?

ლუკა ანთიძე: სკოლიდან, ბავშვობიდან… ერთი თაობა ვართ.

კლიპის გადაღებას ხომ არ გეგმავთ?

ლუკა ანთიძე:  ჯერვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ყველაფერი შეიძლება.

ზუკა ხუციშვილი: კარგი იდეა უნდა, რომ ლამაზმა კლიპმა კიდევ უფრო გაალამაზოს ეს სიმღერა.

როგორი შეფასება მოჰყვა სიმღერას ხალხის მხრიდან?

დაჩი ბახუაშვილი: სატელევიზიო პრემიერა უკვე იყო, რამდენიმე თვის წინ და საკმაოდ კარგი შეფასება მოჰყვა. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მსმენელიც შეიყვარებს ამ სიმღერას. ვფიქრობთ, რომ კარგი სიმღერაა, შინაარსითაც და მელოდია თავისთავად. დიდი იმედი გვაქვს, რომ პოპულარული გახდება.

როგორია სამომავლო გეგმები?

ზუკა ხუციშვილი: უკვე ძალიან დიდი ხანია ვგეგმავთ საერთო კონცერტებს. ბევრად დიდი ძალა ვართ ერთად, ვიდრე ცალ-ცალკე.

დაჩი ბახუაშვილი: რაც შეეხება ცალკე გეგმებს, შემოდგომაზე, „თბილისურ კვარტეტს“ 15 წელი გვისრულდება და გვინდა, რომ შემაჯამებელი, კარგი კონცერტი შევთავაზოთ საზოგადოებას.

ზუკა ხუციშვილი & თბილისური კვარტეტი – თუკი ისევ შემიყვარდი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

თბილისური კვარტეტი – პოპური. Live

ზუკა ხუციშვილი & თბილისური კვარტეტი. ვიდეოკოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები