LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისის სასიყვარულო ჰოროსკოპი

89

გიჟური პაემნები და რომანები, წვეულებები და მოგზაურობები – გაზაფხულზე სასიყვარულო თავგადასავლების სეზონი იხსნება, ამიტომ გაიგეთ რას გიმზადებთ ჰოროსკოპი მაისის თვეში.

ვერძი

ტემპერამენტული ვერძი ისევ საკუთარი თავის ერთგული იქნება და მაქსიმალურად ეცდება საკუთარი იმპულსურობის და თავგადასავლების სიყვარულის რეალიზაციას. ენთუზიაზმით სავსე ვერძი არ აპირებს მორცხვად ლოდინს და ინიციატივის სხვისთვის დათმობას. მისთვის მინიშნებაც საკმაორისი იქნება, რათა თავით გადაეშვას ახალ ურთიერთობებში. ”სექსი კომპლექსების გარეშე” – სწორედ ესაა ვერძის დევიზი მაისის თვეში.

კურო

მართალია, მაისში კუროს სიზარმაცე ურჩევნია, მაგრამ თუ საქმე კონკრეტულ რომანზე მიდგა, ის აუცილებლად გამოავლენს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ჟინს და სიჯიუტეს. კუროს პარტნიორს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სიტუაცის თვითონ მართავს, თუმცა რომანი სწორედ კუროს კარნახით განვითარდება. ინტიმურ ურთიერთობებში, ისე როგორც ცხოვრებაში დომინანტი ისევ კურო იქნება და არც ეცადოთ მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

Romantic couple in bed

ტყუპები

ტყუპები ისევ გამოავლენენ საკუთარ უშრეტ ენერგიას და განუმეორებელ ფანტაზიას. მათ პარტნიორებს კი, მრავალფეროვანი და დაუვიწყარი თვე ელით. ტყუპები როგორც ყოველთვის ახლაც სპონტანურები იქნებიან, მათი გრძნობები კი, მსუბუქი და ყველანაირ პასუხისმგებლობას მოკლებული. ისინი ძველი ურთიერთობების შენარჩუნებასაც შეძლებენ და ახალ რომანებსაც გააბამენ, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ მათი ინტიმური ცხოვრების დეტალებს ნაცნობები კიდევ დიდხანს გაარჩევენ დეტალურად.

კირჩხიბი

კირჩხიბი ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანია, ამიტომ ყოველთვის ზრუნავს პარტნიორის კომფორტზე. ის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინტიმურ ატმოსფეროს, ცდილობს დაიცვას პარტნიორი და მასთან ერთად შეაფაროს თავი მყუდრო და რომანტიკულ ადგილს.

ლომი

მეფური ზოდიაქოს ნიშანი ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს მოიპოვოს ყურადღების ”ლომური” წილი, ამიტომ მას მხოლოდ ისეთი ინტიმური ურთიერთობა ჭირდება, სადაც დომინანტი თვითონ იქნება. გაზაფხული ლომში ყოველთვის ვნებებს აღვიძებს, ამიტომ მის პარტნიორებსაც გარანტირებული აქვთ ფეერიული გრძნობები და ემოციები.

 

ქალწული

ამ თვეში ხელგაშლილი იუპიტერი ისევ ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია და ისიც თამამად იყენებს ყველა მის საჩუქარს, რათა ცოტათი მაინც შეარბილოს საკუთარი პრაგმატული ხასიათი, რკინის ლოგიკა და პერფექციონიზმის წყურვილი ყველაფერში, მათ შორის ინტიმურ ურთიერთობებში. ქალწულის პარტნიორებს ფანტასტიკური შანსი აქვთ დატკბნენ სიყვარულით და შეიძინონ სექსუალური ცხოვრების უნიკალური გამოცდილება.


Screenshot_5

სასწორი

მამაკაცური და დიპლომატიური სასწორი ყოველთვის გახსნილია ურთიერთობისთვის, რაც ერთდროულად მისი სისუსტეცაა და სიძლიერეც. ნებისმიერ ურთიერთობაში სასწორი ლიდერის პოზიციის დაკავებას ცდილობს, თუმცა არსდროს ამბობს უარს იმ სითბოსა და მზრუნველობაზე, რომელსაც პარტნიორები მის მიმართ იჩენენ. ქალწული მზადაა სიამოვნება მიანიჭოს ყველას, თუმცა არც მისი გრძნობები უნდა დარჩეს უპასუხოდ.

მორიელი

ერთის მხრივ მგრძნობიარე და ყურადღებიანი, მეორეს მხრივ კი, გამბედავი და დამოუკიდებელი მორიელი ყოველთვის მზადაა განახორციელოს ყველა თავისი გიჟური ფანტაზია. მაისის თვე მისთვის ჯადოსნური სკივრივითაა, რომელიც სავსეა სექსუალური გასართობებით. საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად,  გამომგონებელი მორიელი ხშირად არც პარტნიორით მანიპულირებას ერიდება, ასე რომ ფრთხილად იყავით, თუ ახლო მომავალში მორიელთან აპირებთ რომანის გაბმას.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ყველაფერში საკუთარ ეგოიზმს ავლენს და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნავს. მისი ამგვარი პოზიცია  პარტნიორისგან დამოუკიდებლობაზე მიანიშნებს, რაც ბევრს ძალიან არ მოსწონს. ინტიმურ ურთიერთობებში მშვილდოსანი აბსოლუტურად თავისუფლად გრძნობს თავს, რასაც ხშირად შეჰყავს შეცდომაში სუსტი სქესის წარმომადგენლები.


Screenshot_7

თხის რქა

ერთგული, საიმედო და ყურადღებიანი თხის რქა განსაკუთრებით არასდროს გამოირჩეოდა ეროტიკული კრეატიულობით, თუმცა ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით ყველაზე მონდომებულია. თხის რქა მხოლოდ უსაფრთხო სექსის მომხრეა, ასე რომ მის პარტნორსაც თავისუფლად შეუძლია იგრძნოს თავი დაცულად.

მერწყული

სიამოვნების დაუღალავი მაძიებელი მერწყული ამ თვეში თითქოს გაცოცხლებული კამასუტრაა მოქმედებაში. ამიტომ, ის სიამოვნებით მიიღებს ყველა შეთავაზებას და მაქსიმალურად ეცდება გაამდიდროს საკუთარი სექსუალური გამოცდილება.

თევზები

მგრძნობიარე და რომანტიკულ თევზებს ამ თვეში სიყვარული უფრო ჭირდებათ, ვიდრე პრიმიტიული სექსი, ამიტომ ისეთ პარტნიორს ეძებენ, ვინც სითბოს და მყუდროებას შეიტანს მათ ცხოვრებაში. რეალობისგან გაქცევის სურვილი მაისის თვეში თევზებისთვის განსაკუთრებით აქტუალური იქნება, ამიტომ თუ მზად არ ხართ რომანტიკისთვის, უკეთესია საერთოდ მოერიდოთ მათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები