LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრეგორი წუთში 8.6 მილიონს შოულობს, რონალდო რეიტინგის ბოლოშია

68
Screenshot 2022-01-13 180918

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში კონორ მაკგრეგორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგის სათავეშია, რომელიც პლატფორმა OLBG-ის ანალიტიკოსებმა შეადგინეს.

ირლანდიელი ოქტაგონზე 2021 წელს იმყოფებოდა და ის წუთში 8.6 მილიონ დოლარს შოულობდა.

მეორე ადგილზეა სუპერსაშუალო წონაში აბსოლუტური ჩემპიონი კრივში საულ ალვარესი, რომელმაც რინგზე გატარებულ ყოველ წუთში 444 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
მესამე ადგილი უკავია ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ტომ ბრედის (37 ათასი წუთში).

რეიტინგს ასრულებენ ფეხბურთელები – ნეიმარი (32 ათასი) და კრიშტიანო რონალდო (18 ათასი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები