ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წელი ქვეყნისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო და ტურისტთა რაოდენობა რამდენიმე პროცენტით გაიზარდა.
საინტერესოა, რომ თითოეულმა ტურისტმა საშუალოდ 3 ათასი რინგიტი დახარჯა, რაც წინა წლების მაჩვენებელზე 20%-ით მეტია. რაც შეეხება ქვეყანაში გატარებული დღეების რაოდენობას, ვიზიტორებმა მალაიზიის ტერიტორიაზე საშუალოდ 6 დღე მაინც დაყვეს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი დამსვენებელი ქვეყანას სინგაპურიდან, ინდონეზიიდან, ჩინეთიდან და ტაილანდიდან ეწვია. ევროპელ მოგზაურთა რაოდენობა კი 2016 წელს ძალიან ცოტა იყო.