LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალდივებზე პირველი წყალქვეშა სასტუმრო გაიხსნა

276

მალდივებზე პირველი წყალქვეშა სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს, ოკეანის ზედაპირიდან ხუთი მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და მთლიანობაში 10 სტუმარზეა გათვლილი. სასტუმროს შენობა ორსართულიან მინის ნაგებობას წარმოადგენს და მასში მუდმივად იქნება ბიოლოგი, რომელიც გარეთ მიმდინარე პროცესებს დააკვირდება. ინოვაციური დაწესებულების მშენებლობა 15 მილიონი დოლარი დაჯდა და ის წყალქვეშ სპეციალური ხომალდის მეშვეობით ჩაიტანეს. ოკეანის სიღრმეში ღამის გატარების საფასური ამ მომენტისთვის 50 ათასი დოლარია და ამ ღირებულებაში სასტუმროში მიყვანის ხარჯიცაა გათვალისწინებული. ხოლო, 200 ათას დოლარად სპეციალური პაკეტის მიღებაა შესაძლებელი, რაც პერსონალურ შეფ მზარეულსა და პირად გემს გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები