ევროპაში სეზონის დასრულებას ბევრი არაფერი უკლია და თანდათან ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატისკენ გადადის. მანამდე კი მაინც შეჯამების დროა. იტალიაში სკუდეტო ისევ „იუვენტუსმა“ მოიგო, ესპანეთში „ბარსელონას“ ტრიუმფალური წაუგებელი სვლა შეჩერებულია და მართალია რეკორდი დამყარებულია, მაგრამ ერთი ჩემპიონატის დაუმარცხებლად დასრულება მაინც ვერ გამოვიდა – „ბარსა“ სტუმრად „ლევანტესთან“ გაჩერდა.
ამასობაში იტალიის ნაკრები რობერტო მანჩინის ჩააბარეს და ისიც ჭირვეული ბალოტელის მორჯულებაზე ალაპარაკდა.
დრო კი გარბის: მალე მესი მოედანზე მოგვენატრება…
და ეს ყველაფერი შარჟებში.
სეზონის წაუგებლად დამთავრება მაინც ვერ მოხერხდა
იუვენტუსმა ისევ ყველაფერი მოხიკა
მანჩინიმ იტალიის ნაკრები ჩაიბარა
დრო ულმობლად მიქრის.
მალე მესიც დაამთავრებს კარიერას, არადა თითქოს გუშინ მიიღო თავისი „ოქროს ბურთი“.