LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Malibu-ს ხანძრებს გადარჩენილი ლეგენდარული მინივენი დაბრუნდა

102
11

Malibu-ს ხანძრებს გადარჩენილი ლეგენდარული მინი-ბასი დაბრუნდა — აი როგორ გამოიყურება ახლა

2025 წლის დასაწყისში სამხრეთ კალიფორნიაში მომხდარი მასიური ხანძრების ფონზე, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ფოტო: თეთრი ფერის, 1977 წლის Volkswagen Microbus-ის რომელიც ცეცხლთან დაპირისპირებაში თითქმის უვნებლად გადარჩა და  დამწვარი სახლების შუაგულში ამაყად იდგა. ეს კადრი გადარჩენის სიმბოლოდ იქცა.

თუმცა შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ „Azul“-ად წოდებულ მინივენს სერიოზული დაზიანება ჰქონდა. ამის შემდეგ Volkswagen-მა თავად მოძებნა მანქანის მფლობელი –  სერფინგისა და სკეიტბორდის დაფების დიზაინერი მეგან კრისტლ ვაინრაუბი და მანქანის გაცოცხლება შესთავაზა. 

როგორ განახლდა ლეგენდარული მიკრო ავტობუსი
VW-მ მანქანა კალიფორნიის ტექნიკურ ცენტრში გადაიყვანა და დეტალური აღდგენა დაიწყო:

ძარა მთლიანად გაასუფთავეს და თავიდან შეღებეს, სპეციალისტებმა თეთრი Pastel White და სპეციალურად „Azul“-ისთვის შექმნილი Ocean Blue ფერები შეარჩიეს;
შეიცვალა ყველა პატარა დეტალი, ბამპერები, მინები და დამდნარიფარები;
ინტერიერი თავიდან გაკეთდა ძველი სტილის ქსოვილით, შავი პანელით და ახალი აუდიო სისტემით;
დამონტაჟდა ახალი საწოლი, რადგან მანქანა ადრე კემპერად გამოიყენებოდა;
ძრავამ სრული ინსპექცია გაიარა – აღმოჩნდა, რომ ავზში 11 გალონი ბენზინიც კი შემორჩენილი იყო და არ აფეთქებულა.
საერთო ჯამში, VW-მ მანქანის დაახლოებით 900 ნაწილის აღდგენა ან ჩანაცვლება შეძლო.

რესტავრირებული VW Microbus უკვე გამოფენილია ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე და მისი ნახვა იქ 30 ნოემბრამდეა შესაძლებელი, შემდეგ კი მოდელს Petersen-ის ავტომუზეუმში, 4 დეკემბრიდან 11 იანვრამდე გამოფენენ.

მოგვიანებით მანქანას მეპატრონეს დაუბრუნებენ. როგორც მეგანი ამბობს, მისი გეგმა მარტივია:
„ცოტას ვივლი და სადაც ქარი წამიყვანს – იქ წავალ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები