LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტას ხელისუფლება ქუჩის კატების საკვებისთვის ხალხს 350 ათას ევროს გადაუხდის

116
stray_cats

მალტას მაცხოვრებლები რომლებიც ქუჩის ცხოველებს კვებავენ, ამიერიდან ხელისუფლებისგან დაფინანსებას მიიღებენ.

ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი „მზრუნველი“, რომელიც ყოველ დღე მიდის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში და ქუჩის კატებს ნებაყოფლობით კვებავს.

მალტის მთავრობა მათ დაურიგებს ვაუჩერებს, რომელსაც შემდეგ უფასო საკვებში გადაცვლიან. ამ ვაუჩერების მიღება შეეძლება ყველა დარეგისტრირებულ „მზრუნველს“ და გაითვალისწინებენ ასევე შეკედლებული ცხოველების რაოდენობასაც. ვაუჩერების საერთო ღირებულება 350 ათასი ევრო იქნება.

მალტაში აქტიურად მუშაობენ, რათა ნაკლები უსახლკარო ცხოველი იყოს, თუმცა მიუხედავად ამისა ქუჩებში 36 ათასამდე კატა ბინადრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები