LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტის ქუჩებს სახელებს უფრო ხშირად მღვდლების პატივსაცემად არქმევენ, ვიდრე ქალების – კვლევა

112
Saint Catherine of Italy Church and Jean Valette Piazza in the Morning, Valletta, Malta

მალტაში ქუჩების უმრავლესობას უფრო ხშირად არა ქალების, არამედ მღვდლების, პაპების, მონაზვნების და ეპისკოპოსების სახელებს არქმევენ. ასეთი დისბალანსი მალტელმა მკვლევარმა იანიკ ბორგმა აღმოაჩინა.

მან ანალიზი მალტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, ასევე სხვადასხვა პუბლიკაციების, პრესისა და ინტერნეტის მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში 7,5 ათასზე მეტი ქუჩა არსებობს და 3 ათასზე მეტს ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის პატივსაცემად ჰქვია სახელი. ამ სიაში ქალების რიცხვი მხოლოდ 12%-ია.

ქუჩების 28%-ს სახელები რელიგიური მოღვაწეებისა და წმინდანების პატივსაცემად ჰქვიათ. ქუჩების 11% კულტურის მოღვაწეების სახელებს ატარებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ქალები მთელი სიის 10%-ს შეადგენენ.

მალტის ქუჩების 7%-ს სახელი პოლიტიკოსთა პატივსაცემად ჰქვიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები