უამრავი გამოკითხვა და კვლევა არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ ღალატობენ პარტნიორები ერთმანეთს. თუმცა, საინტერესოა რომელი უფრო ხშირად ღალატობს მეწყვილეს? თუ გამოკვლევებს დავუჯერებთ, ორივე სქესის წარმომადგენელს თავისებური მიდგომა ახასიათებს ამ თემასთან დაკავშირებით. დაინტერესდით? მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ სტატია.
როდესაც 2015 წლის აგვისტოში ჰაკერებმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაცნობის საიტი AshleyMadison.com გატეხეს, აღმოჩნდა, რომ მომხმარებლების 95%-ს მამაკაცები შეადგენდნენ. თუმცა, თუ სოციოლოგიურ კვლევებს დავუჯერებთ, გაცნობის საიტებზე დარეგისტრირებული მომხმარებლის 20%-მა უკვე მოასწრო ეღალატა პარტნიორისთვის.
ასეთი შედეგი განსაკუთრებით მეცნიერებს გაუკვირდათ: ”ან ქალბატონებმა გადალახეს საკუთარი შესაძლებლობები და დაამსხვრიეს სტერეოტიპები, ან სოც-ქსელი უბიძგებს მათ ფარული ღალატისთვის”. თუ ჰაკერების მონაცემებს დავუჯერებთ ქალიც და მამაკაციც ორმაგ თამაშს თამაშობს.
რა არის მთავარი ღალატის დროს მამაკაცისთვის? სექსი ყოველგვარი პასუხისმგებლობისა და გართულებების გარეშე. ქალებისთვის კი პირიქით, მუდამ ემოციური ურთიერთობები იზიდავთ, მაშინაც კი თუ საქმე არაოჯახურ სექსს ეხება. სწორედ ამიტომ, ქალბატონები მეტად იზღუდავენ თავს და ცდილობენ მაქსიმალურად მოთოკონ ვნებები. სწორედ ამიტომ, გაცნობის საიტებზე ნაკლებად ვხვდებით ქალბატონების მიერ შექმნილ ექაუნთებს.
ამიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ღალატი მამაკაცისთვის უბრალოდ სექსია, არაფერი სერიოზული და პირადული. ქალბატონებისთვის კი – ემოციებით დამუხტვის ახალი ტალღა, რომელიც ოჯახური თანაცხოვრებისას დააკლდა. სწორედ ამიტომაც არ ესმით მათ მამაკაცის მიერ ნათქვამი სიტყვები ”ჩვენ მხოლოდ სექსი გვქონდა, არაფერი სერიოზული”.
თუ გამოკვლევებს მივენდობით, რომელიც გამოცემა Archives of Sexual Behavior-მა გამოაქვეყნა დადგინდა, რომ ყველაზე მეტად წყვილებს აღიზიანებთ, როდესაც მათ პარტნიორს აქვს სექსი, გრძნობის გარეშე, ან უბრალოდ სასიყვარულო ურთიერთობა სექსის გარეშე.
საერთო ჯამში გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა ყავს თუ არა წყვილს შვილი, მამაკაცების 54% ღალატისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა ქალბატონების მხრიდან მხოლოდ 35% ფიქრობს ღალატზე. შესაბამისად შეგვიძლია თამამად ავღნიშნოთ, რომ ქალბატონები უფრო მეტად სერიოზულად ეკიდებიან ურთიერთობებს ვიდრე მამაკაცები.