LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილმა მყარი ურთიერთობის საიდუმლო გაამხილა

130
55DTLHBOPBABFGBIG6N4R2LK4M

ამერიკელმა ცოლ-ქმარმა, რომელიც მრავალი წელია ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება, მყარი ურთიერთობის საიდუმლო გაამხილა. ამის შესახებ გამოცემა WTVY წერს.

ჯორჯ და ლუიზა დენისებმა ერთმანეთი ბავშვობაში გაიცნეს. მალევე გაჩნდა სიყვარული და ურთიერთობაც დაიწყეს. ცოტა ხანში კი მშობლებისგან მალულად იქორწინეს.
ცოლ-ქმარმა ერთად მთელი ცხოვრება გაატარა და თებერვლის დასაწყისში ქორწინების 80 წლის იუბილეც აღნიშნა. ბედნიერი ურთიერთობების მთავარ საიდუმლოდ ისინი რწმენას ასახელებენ. გარდა ამისა, ჯორჯმა მამაკაცებს ურჩია, რომ ცოლის აზრებს ყოველთვის დაეთანხმონ. მისი თქმით, დათმობაზე წასვლა ოჯახურ ურთიერთობას ჰარმონიულს და მხიარულს ხდის.

ცოლ-ქმარი სხვადასხვა სირთულეებს არაერთხელ გადასწყდომია, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით გადაულახავს. მათ გადაიტანეს მეორე მსოფლიო ომი, რომლის დროსაც ჯორჯი სერიოზულად იყო დაჭრილი – ის ნაღმზე დაეცა და ფეხის ნაწილი დაკარგა.

მოგვიანებით, მათ გოგონა იშვილეს, რომელიც 7 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი გლოვობდა, თუმცა ცხოვრებას აგრძელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი და ლუიზა მშობლები მეორედ აღარ გამხდარან, მათი სახლი ყოველთვის სავსე იყო ბავშვებით, რომლებსაც ისინი დიდ სიყვარულს ჩუქნიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები