ჩინელი მამაკაცი ძვირადღირებული ავტომობილების ნიშნებს მხოლოდ იმიტომ იპარავდა, რომ ლაიქები დაეგროვებინა. გამოცემა „china Morning Post”-ის ინფორმაციით, ქალაქ იუნკანის მკვიდრი მაშინ დააკავეს, როცა Mercedes-ის მარკის ავტომობილს ემბლემას ხსნიდა. მანამდე კი მან ათობით ნიშნის მოპარვა მოასწრო. ჩინელი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა, ქსელში ავრცელებდა და ლაიქების დაგროვების იმედი ქონდა. პოლიციამ ქურდის დაპატიმრების შემდეგ, მისი სახლიც გაჩხრიკა და იქ მოპარულ ემბლემებსაც გადააწყდა. 25 წლის ბლოგერმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ ქურდობა პოპულარობის მოსაპოვებლად დაიწყო და არანაირი ცუდი მიზანი არ ქონია.