LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი გატაცებული სატვირთო ავტომობილით ბორდელში შევარდა

48

ამერიკელი მამაკაცი გატაცებული სატვირთო ავტომობილით ბორდელში შევარდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ნევადას შტატში მოხდა. უზარმაზარმა ავტომობილმა ადგილობრივებისთვის კარგად ნაცნობი საროსკიპოს გალავანი შეანგრია და დაჯახების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოანგრია. ამ დროს საჭესთან 40 წლის ბრაიან ბრანდტი იმყოფებოდა და მას სახეზე ნიღაბიც კი ეკეთა. მამაკაცი ავარიიდან რამდენიმე წუთში დააკავეს და როგორც ბორდელის მფლობელი დენის ჰოფერი აცხადებს, არც ის და არც მისი თანამშრომლები ბრაიანს არ იცნობენ და ვერც იმას ხვდებიან, თუ რა გახდა მისი საქციელის მიზეზი. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის შედეგად არც სექს მუშაკები და არც მათი კლიენტები არ დაზარალებულან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები