როგორც ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, მამაკაცის ერთგულება დამოკიდებულია მის წონაზე. რაც უფრო მეტს იწონის მამაკაცი, მით უფრო ნაკლებად აქვს სურვილი, რომ იფიქროს საყვარელი ქალის ღალატზე.
ასეთი დასკვნები გამოაქვეყნეს სპეციალისტებმა ექსპერიმენტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა 5ათასმა ბრიტანელმა მამაკაცმა მიიღო, რომელთა ასაკიც 24-დან 45 წლამდე მერყეობდა. თითოეულ მათგანს ფსიქოლოგებმა ჩაუტარეს გასაუბრება და შეისწავლეს მათი ხასიათის თავისებურებები, რომლის შემდეგაც მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მამაკაცები რომლებიც იყვნენ იდეალურ, ან მასთან მიახლოვებულ ფორმაში, ხშირად ფიქრობდნენ ღალატზე. ხოლო ისინი ვინც საკუთარ ფორმაზე ნერვიულობით თავს არ იწუხებდნენ, დიდად არც ღალატზე ფიქრით იკლავდნენ თავს.
ფსიქოლოგები ძალიან მარტივად ხსნიან ასეთ ქცევებს. ადამიანები რომლებიც საკუთარ წონაზე ნერვიულობენ, აქვთ კომუნიკაციის კომპლექსი. შესაბამისად ფიქრობენ, რომ მათ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები არ ან ვერ ამჩნევენ, ამიტომაც მათთვის ღალატზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. ხოლო მამაკაცები, რომლებიც საკუთარი ფორმით თავდაჯერებულები არიან, თავისუფალნი არიან ყველანაირი კომპლექსისაგან, ისინი მუდამ იქცევენ საპირისპირო სქესის ყურადღებას და შესაბამისად, ღალატისთვისაც მზად არიან.