LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის გარდერობის 7 ოქროს წესი

31

მამაკაცებს ნაკლებად იზიდავთ საკუთარი სამოსის მოწესრიგება და გარდერობის დალაგება. გარდა ამისა, არც შოპინგის სიყვარულით გამოირჩევიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცის ცხოვრებაში სამოსს ძალიან დიდი როლი ენიჭება. მისი მნიშვნელობა უდიდესია კარიერული წინსვლისთვის, ქალბატონებთან ურთიერთობისას თუ უბრალოდ საინტერესო იმიჯის შესაქმნელად.

შესაბამისად აუცილებელია, რომ მამაკაცებმა დაიწყონ საკუთარი გარდერობის ”კონტროლი” და სამოსზე ზრუნვა. ორიენტაციისთვის გთავაზობთ 7 ოქროს წესს, რომელიც გარდერობის განახლებასა და მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

 

წესი პირველი: აუცილებლად იქონიეთ კლასიკური სტილის სამოსი, რომელიც თქვენს წარმატებაში დიდ როლს ითამაშებს.

წესი მეორე: შეძლებისდაგვარად განაახლეთ გარდერობი მაქსიმუმ 3 წელიწადში ერთხელ.

წესი მესამე: ნუ ”გადაეკიდებით” ბრენდირებულ სამოსს, დაიმახსოვრეთ, რომ მთავარია თავი კომფორტულად იგრძნოთ.

წესი მეოთხე: კლასიკური სამოსის შეძენისას ეცადეთ, რომ შენაძენმა მაქსიმალურად მოახდინოს თქვენი ხასიათის, ცხოვრების სტილისა და სხეულის დემონსტრირება. კლასიკური სამოსი ერთადერთია, რომლის შეძენისას ფული არ უნდა დაიშუროთ.

წესი მეხუთე: გაითვალისწინეთ, რომ კლასიკური სამოსი, რომელსაც ჩაიცვამთ, ორი დღის განმავლობაში უნდა ”დაასვენოთ”. ასეთი ქცევით, თქვენს კოსტიუმს მისცემთ საშუალებას მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს ფორმა.

წესი მეექვსე: შეარჩიეთ მაქსიმალურად თანამედროვე და უნიკალური ტიპის ქსოვილები. იმიტომ, რომ თანამედროვე მატერია ბევრად კომფორტული, გამძლე და სასიამოვნოა.

წესი მეშვიდე: კლასიკურ სამოსს შესაბამისი საფულე უნდა ახლდეს თან, რომელშიც ქაღალდის კუპიურების მაგივრად, საბანკო ბარათები იქნება მოთავსებული. ასეთი ტიპის საფულე დადებითად იმოქმედებს თქვენს იმჯზე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები