LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ბოროტ ნათესავებთან ყოფნას ციხეში წასვლა ამჯობინა

122
2012-2024-02-15T142846.313

ტაილანდში მამაკაცმა ჩანთა მოიპარა და თავადვე გამოაძახებინა პოლიცია, რათა ციხეში ჩაესვათ. გამოცემა the Thaiger-ის ინფორმაციით, უცნაური საქციელის მიზეზი ბოროტი ნათესავები გახდნენ.

42 წლის ანუჩა ქურდობისთვის 15 თებერვალს დააკავეს. მამაკაცი ტანსაცმლის მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს მაშინვე ეჭვი გაუჩნდა, რომ ქურდობდა. ქალმა კამერების ჩანაწერები გადაახვია და როცა თავის ეჭვებში დარწმუნდა, ანუჩა პირდაპირ დაადანაშაულა. ამის გაგონებაზე კაცმა პოლიციის გამოძახება მოითხოვა, მანამდე კი გამყიდველს ჩანთა წაართვა და გაქცევა სცადა. თუმცა ის მალევე დააკავეს და პოლიციასაც დაახვედრეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ქურდი ტირილით დახვდა და ციხეში წაყვანა მოითხოვა.

ტაილანდელმა მოგვიანებით ახსნა, რომ ქურდობა „სამყაროს სისასტიკისა და ოჯახში არსებული პრობლემების“ გამო ჩაიდინა. მან აღმოაჩინა, რომ მშობლები უკანონო საქმიანობით იყვნენ დაკავებული და მათთვის პოლიციაში ჩივილს აპირებდა. ამის გამო მან მთელი ოჯახი, მათ შორის ცოლიც გადაიმტერა. გაბრაზებულმა გადაწყვიტა ციხეში თავად წასულიყო და ქურდობაც სცადა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა თუ რამდენად მართალია ეს ისტორია, ანუჩს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები