LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაქვს რამდენიმე სიმღერის ჩაწერა, პრემიერა… ნელ-ნელა მსმენელების რაოდენობა რომ გაიზარდა, ძალიან მიხარია…“ – ავთო ჩადუნელი სტუმრად „არ დაიდარდოში“

157
ავთო-ჩადუნელი

რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ავთო ჩადუნელი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „წახვედი და დამტოვე“ პრემიერა შედგა.

ავთო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ჩამოვედი საქართველოში, მაქვს რამდენიმე სიმღერის ჩაწერა, სიმღერების პრემიერა.

წეღან ვიხსენებდი, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენს გადაცემაში პირველი პრემიერა მქონდა. ნელ-ნელა მსმენელების რაოდენობა რომ გაიზარდა, ძალიან მიხარია.

რამდენ სიმღერას წერ?

4 სიმღერას ვწერ.

მომწონს შენი შემართება…

ჩემს თავს სხვა გზას  არ ვუტოვებ, არ ვზოგავ… საქართველოდან ძალიან დაღლილი, მაგრამ დამუხტული მივდივარ ხოლმე.

ისრაელში ყველაზე მეტად შენი რომელი სიმღერა არის მოთხოვნადი?

ითხოვენ სიმღერებს „განა რამეა“, „რაც ქვეყანაზე ვარსკვლავებია“, „ფაჩუჩები“. სხვათა შორის, „განა რამეა“ ივრითულადაც ჩავწერე.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „წახვედი და დამტოვე“.

მოგეხსენებათ, მუსიკოსების ოჯახში ვარ გაზრდილი, მამაჩემი, ტარიელ ჩადუნელი კლარნეტზე დღესაც უკრავს, 72 წლის ასაკში. პატარა ვიყავი, როცა რეპეტიციებზე დავყავდი და იქიდან მახსოვს ეს სიმღერა. უცებ გამახსენდა და ვიფიქრე, ხომ არ გავაკეთო-მეთქი. აქვს ამ სიმღერას თემატურად რაღაც. სიმართლე გითხრათ, სევდა არ მიყვარს, მტვირთავს, მაგრამ ეს ისეთი სიმღერაა, რომ შეიძლება, სევდაშიც შეიყვანოს ადამიანმა და შეიძლება, სიხარულშიც. ეს არის ძველი სიმღერა, რომლის განახლებული ვერსიაც არავის აქვს. ცირა ბზიშვილმა გაალამაზა ეს სიმღერა. ჩემი წარმატება ცირას დიდი დამსახურებაა. თუ კომპოზიტორმა სიმღერა არ მოგარგო, რაც არ უნდა ღირდეს, კაპიკია მისი ფასი. როდესაც მოხვდები პროფესიონალებთან, რომლებიც თავის საქმეს გულით უდგებიან, მერე, ყველაფერი გამოდის.

კიდევ როდის გეგმავ საქართველოში ჩამოსვლას?

მომავალ წელს.

ავთო ჩადუნელი – წახვედი და დამტოვე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ავთო ჩადუნელი – პოპური

ავთო ჩადუნელი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები