LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონა და სხვები: ვინ არიან მუნდიალების საუკეთესო ფეხბურთელები

50

რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ბრიტანულმა ჟურნალმა Four Four Two-მ მუნდიალების ისტორიაში 25 საუკეთესო მოთამაშის საკუთარი ვერსია შეთავაზა გულშემატკივარს.

პირველ ადგილზეა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი დიეგო მარადონა, რომელმაც სამგზის ჩემპიონ პელეს აჯობა.

საინტერესო და ცოტა გასაკვირია, რომ სამეულში მოხვდა მიროსლავ კლოზე, ალბათ იმის გამო, რომ სწორედ გერმანელია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.

სრულად მუნდიალების TOP 25 მოთამაშის სია ასე გამოიყურება:

1. დიეგო მარადონა (არგენტინა)
2. პელე (ბრაზილია)
3. მიროსლავ კლოზე (გერმანია)
4. რონალდო (ბრაზილია)
5. ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია)
6. კაფუ (ბრაზილია)
7. გარინჩა (ბრაზილია)
8. ჟიუსტ ფონტენი (საფრანგეთი)
9. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
10. იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
11. გერდ მიულერი (გერმანია)
12. ლევ იაშინი (სსრკ)
13. პაოლო როსი (იტალია)
14. კარლოს ალბერტო (ბრაზილია)
15. ფაბიო კანავარო (იტალია)
16. ფერენც პუშკაში (უნგრეთი)
17. ჩავი (ესპანეთი)
18. მიშელ პლატინი (საფრანგეთი)
19. ლოთარ მათეუსი (გერმანია)
20. ეუსებიო (პორტუგალია)
21. ჟაირზინიო (ბრაზილია)
22. პაოლო მალდინი (იტალია)
23. რივალდო (ბრაზილია)
24. როჟე მილა (კამერუნი)
25. გარი ლინეკერი (ინგლისი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები