LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკო როისმა მართვის უფლება 2 წლის შემდეგ დაიბრუნა

31

გერმანელმა ფეხბურთელმა მარკო როისმა მართვის მოწმობის გამოცდა 2 წლის შემდეგ ჩააბარა, რაც მართვის მოწმობის გარეშე სიარულისთვის ნახევარმილიონიანი ჯარიმა გადაიხადა.
დორტმუნდის ”ბორუსიას” ერთ-ერთი ლიდერი ეტყობა ძალიანაც არ ჩქარობდა.

”დიახ, ეს სიმართლეა. გამოცდა ჩავაბარე. მიხარია, რომ ეს თავი ბოლოს და ბოლოს დაიხურა”, – ციტირებს როისის სიტყვებს Sky Sports.

როისი ახალი ამბების ჰედლაინებში 2014 წლის ნოემბერში მოხვდა, როდესაც გაირკვა, რომ ის რამდენიმე წლის განმავლობაში ყალბი მართვის მოწმობით დაიარებოდა. ის დორტმუნდის რაიონულმა სასამართლომ 540 ათასი ევროთი დააჯარიმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები