მარტის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშანს გააკვირვებს თავისი არაერთმნიშვნელოვნებით. ზოგისთვის თვე დაუვიწყარი იქნება, რადგან სწორედ ახლა გაუგებს გემოს სიყვარულს, რომელიც ვნებას, ფლირტს და თავბრუდამხვევ რომანებს მოიტანს. ზოგი კი, პირიქით ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა მიეცეს თავდავიწყებას, რადგან თავისუფლად შეიძლება შეცდეს, გააკეთოს არასწორი არჩევანი და მერე დიდხანს ინანოს.
ვერძი
საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლას ვერძი ვერ შეძლებს, თუმცა, თავბრუდამხვევი რომანის იმედი მაინც უნდა გქონდეთ. სავარაუდოდ თქვენი რჩეული ძველი მეგობარი ან ახლო ნაცნობი იქნება. თუმცა, ასეთი ურთიერთობა სასიამოვნოს ვერაფერს მოგიტანთ, ამიტომ მზად იყავით იმედგაცრუებისთვის. დაქორწინებული ვერძი უსიამოვნებებს და პრობლემებს უნდა ელოდოს. გამოიჩინეთ მოთმინება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თქვენი მეორე ნახევარი ლომი ან მშვილდოსანია, რადგან უთანხმოება მათთან შესაძლოა განქორწინებით დასრულდეს.
კურო
კუროს სიყვარულის და ბედნიერების დაუვიწყარი თვე ელის. თუ მარტო ხართ, აუცილებლად იპოვით საყვარელ ადამიანს, რომელიც სიყვარულით და მზრუნველობით გაგანებივრებთ. სიყვარულში გამოტყდომისთვის საუკეთესო რიცხვებია 20, 21 და 29. თამამად შეგიძლიათ იქორწინოთ ამ თვეში, რადგან მარტში შემდგარი ქორწინება აუცილებლად ხანგრძლივი და მყარი იქნება. უკვე დაქორწინებულ კუროს მარტი კიდევ ერთ თაფლობის თვეს აჩუქებს, რადგან გაზაფხულის პირველი თვე მართლაც სიყვარულის პერიოდია.
ტყუპები
ტყუპებს მარტის თვე აბსოლუტურად განსხვავებულ გრძნობებს და ემოციებს პირდება. მათ, ვინც თვის პირველ ნახევარშია დაბადებული მხოლოდ მსუბუქი ფლირტის იმედი უნდა ჰქონდს, დანარჩენებს კი, ბედისწერა მოულოდნელ და ვნებიან რომანს გიმზადებთ, რომელიც თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ ურთიერთობაში.
კირჩხიბი
კირჩხიბისთვის მარტის დასაწყისი ნაკლებად წარმატებული იქნება. ის, ვინც მარტოა, კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობს ყურადღების და სიყვარულის ნაკლებობას, თუმცა გულის ნუ გატეხთ, რადგან თვის ბოლოს სიტუაცია სასიყვარულო ფრონტზე რადიკალურად შეიცვლება და გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავდაყირა დააყენებს თქვენს ცხოვრებას. დაოჯახებული კირცხიბი შეძლებს ურთიერთობაში სტაბილურობის შენარჩუნებას, თუმცა ნუ გექნებათ ჩვეულებრივზე მეტი ყურადღების და მზრუნველობის მიღების იმედი.
ლომი
ლომი საკუთარ ქარიზმას გამოიყენებს და საპირისპირო სქესის მოხიბვლას შეძლებს. მრავალრიცხოვან პაემნებს შორის კი, საბედისწერო შეხვედრა ექნება, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გაგრძელდება მომავალში. მარტის თვეში თქვენ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გჭირდებათ, რათა ხელიდან არ გაუშვათ, ის “ერთადერთი“, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდით. დაქორწინებულმა ლომმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს თავის მეორე ნახევარს და თუ პატარა საჩუქრებითაც გაანებივრებს ნებისმიერი უთანხმოება გაქრება.
ქალწული
მარტი სწორედ ის თვეა, როცა ქლწულმა საკუთარ თავს უნდა მისცეს სიყვარულის უფლება, რადგან სწორედ ახლა გიმზადებთ ბედისწერა ყველაზე დაუვიწყარ თავგადასავლებს. თუმცა, არც სიფრთხილის დაკარგვა ღირს, რადგან შესაძლოა ადამიანმა, რომელსაც მთელ თქვენს სიყვარულს აჩუქებს მსგავსი მონდომება არ დააფასოს. ბედი დაქორწინებული ქალწულსაც გაუღიმებს და იმ ოჯახურ სითბოს და მზრუნველობას აჩუქებს, რომელსაც ასე დიდხანს ელოდა.
სასწორი
სასწორს რომანი ელოდება იმ ადამიანთან, ვინც დიდი ხნის მანძილზე მოსწონდა, თუმცა ვერ ბედავდა პირველი ნაბიჯის გადადგმას. იმ შემთხვევაში კი, თუ ურთიერთობა ჩიხში შევიდა არ ღირს გულის გატეხა, რადგან თვის ბოლოს ბედისწერა კიდევ ერთ შანს მოგცემთ. დაქორწინებული სასწორისთვის მარტი საუკეთესო თვეა, რათა განმარტოვდეს საყვარელ ადამიანთან და დატკბეს ოჯახური ცხოვრებით.
მორიელი
მარტის თვე მორიელს წარსულთან და იმ ადამიანთან შეხვედრას უმზადებს, რომელიც დიდი ხნის წინ უყვარდა. თქვენ თავით გადაეშვებით გრძნობებში და შესაძლოა მეორე მცდელობა ქორწინებითაც დასრულდეს. თუმცა, არ ღირს აჩქარება, ამგვარი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის შეიძლება, მანამდე კი, უბრალოდ დატკბით სიყვარულით. დაქორწინებული მორიელი კი, ყურადღებით უნდა იყოს, რადგან თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს ღალატის მსხვერპლი.
მშვილდოსანი
მშვილდოსნისთვის მარტი მეტ–ნაკლებად სტაბილური იქნება. თვის დასაწყისში შესაძლოა გქონდეთ მოულოდნელი შეხვედრა, რომელიც წარსულს და ძველ გრძნობებს შეგახსენებთ. თუმცა, თვის ბოლოს ყველაფერი ძველ და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ის, ვინც სიყვარულს ეძებს თვე ახალი ნაცნობობის შანს მისცემს, დაქორწინებული მშვილდოსანი კი, ოჯახში მატებას უნდა ელოდის.
თხის რქა
გაზაფხულის პირველ თვეში თხის რქა იმედგაცრუებისთვის უნდა ემზადოს, რადგან შესაძლოა მიტოვებული აღმოჩნდეს. მარტი არც ახალი რომანის დაწყებას შეუწყობს ხელს, ამიტომ უკეთესი იქნება თუ თავს შეიკავებს ნებისმიერი ურთიერთობისგან და მთელ დროს იმ შეცდომებს გაიაზრებს დაუთმობთ, რომელიც თავად დაუშვით.
მერწყული
მერწყულს მარტის თვე დიდ სიყვარულს პირდება, რადგან სწორედ ახლა შეძლებთ საკუთარი შარმის, სექსუალურობის გამოვლენას და საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მოხიბვლას. მრავალრიცხოვანი პაემნები და თავგადასავლები თქვენს ცხოვრებას ნამდვილ დღესასწაულად აქცევს, თუმცა მაინც არ ღირს თავის დაკარგვა, რადგან ძალიან ადვილია საბედისწერო შეცდომის დაშვება.
თევზები
თევზებს მარტში მხოლოდ ფლირტის და წამიერი გრძნობების იმედი უნდა ჰქონდეთ, რადგან სერიოზული რომანიები და ხანგრძლივი ურთიერთობა ამ თვეში არ იგეგმება. მათ ვისაც უკვე ჰყავს მეორე ნახევარი, იძულებული გახდება გადახედოს საკუთარი ცხოვრების და ურთიერთობის, უკვე დაქორწინებულ თევზებს კი, მრავალი წვრილმანი კამათის გადატანა და უსაფუძვლო ბრალდებების მოსმენა მოუწევს, თუმცა, არ ღირს გულის გატეხვა, რადგან თვე სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდება.