LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოხელა ფინელებს საშობაო ბარათებით გაახარებენ

111
wpl-cards2

ფინეთში მცხოვრებ მარტოხელა ასაკოვან ადამიანებს საშობაო ბარათებს აჩუქებენ. ამის შესახებ პორტალი Reddit წერს.

ფინელებს შესთავაზებენ აქციას, რომლის ფარგლებშიც მათ ბარათები სპეციალურ შეკრების ადგილებში უნდა მიიტანონ. ამ ბარათებს კი შემდეგ იმ პენსიონერებს დაურიგებენ, ვინც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს ან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშაა.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ზოგიერთ ასაკოვან ადამიანს არ ჰყავს არც ოჯახი და არც მეგობრები, ამიტომ აქციაში მონაწილეთა ბარათები მათთვის ერთადერთი მისალოცი იქნება.

ეს აქცია ფინეთში უკვე მე-12-ედ ტარდება. გასულ წელს ფინელებმა თანამემამულეებს 90 ათასი ბარათი გაუგზავნეს, სადაც ისეთი მიმართვები ეწერა როგორიცაა: „შენ მნიშვნელოვანი ხარ!“ ან „იმედი მაქვს, ეს შობა შენთვის ნამდვილად ჯადოსნური იქნება.“

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ევროპაში მარტოხელა ადამიანების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და ევროკავშირი მათ დასახმარებლად სხვადასხვა პროექტებს აფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები