მართვის მოწმობის არქონა იტალიაში დანაშაულად აღარ მიიჩნევა. იტალიური პრესის ინფორმაციით, ამიერიდან ეს იქნება ადმინისტრაციული კანონდარღვევა და ჯარიმა 5 ათასი ევროთი შემოიფარგლება. შეგახსენებთ, რომ აქამდე ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე მართვა სისხლის სამართლის დანაშაული იყო და თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.