იტალიური ავტომწარმოებელი კომპანია Maserati ჩინეთიდან 20-ზე მეტ ავტომობილს იბრუნებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქმე ეხება ამაჩქარებლის სატერფულსა და მის ქვეშ მოთავსებულ ხალიჩებს.
მსგავსი პრობლემა აქვთ 2013 წლიდან 2015 წლამდე დამზადებულ Quattroporte-სა და Ghibli-ს. ოფიციალური განცხადებით, არასწორად დაფენილმა ხალიჩამ და ამაჩქარებლის პოზიციონირებამ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 28 მარტიდან ტექნიკოსები მზად არიან სრულიად უფასოდ აღმოფხვრან შექმნილი პრობლემები და მფლობელებს რაც შეიძლება მცირე დროში მოუგვარონ პრობლემები…