LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maserati Levante-მ სნოუბორდისტი 152 კმ/საათამდე ააჩქარა

21

ბრიტანელმა სნოუბორდისტმა, ჯეიმი ბარომ სისწრაფის ახალი რეკორდი დაამყარა. ის Maserati Levante-ს ჩაება და 151,57 კილომეტრ/საათი განავითარა. გარბენი გაყინული ტბის ზედაპირზე, სანკტ-მორიცზე, შვეიცარიაში გაიმართა. წინა რეკორდი – 99,87 კმ/სთ, ასევე ბაროს ეკუთვნის.

გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლების მიერ რეკორდის დასადასტურებლად ორივე მიმართულებით ორი გარბენი შესრულდა. სპეციალურად მომზადებულ მოედანზე, რომლის სიგრძეც 900 მეტრია, Maserati Levante-მ აჩქარება 151,57 კმ/საათამდე შეძლო, მეორედ კი 147,72 კმ/სთ განავითარა. საშუალო სიჩქარედ კი 149,65 კმ/სთ დააფიქსირეს.

რეკორდულ გარბენში მონაწილეობა Maserati-ს S-მოდიფიკაციის ქროსოვერმა მიიღო, რომელიც აღჭურვილია სამ ლიტრიანი ტვინ-ტურბო V6 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 430 ცხენის ძალაა. ძრავი რვა საფეხურიან ავტომატურ გადაცემასთან ერთად მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები