LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maserati-მ „მეამბოხე“ Ghibli ააწყო

77

Maserati Ghibli-ს სედანმა ახალი ვერსია Ribelle მიიღო და მისი ტირაჟი მხოლოდ 200 ეგზემპლარი იქნება. ავტომობილების მიღებას ბრენდის ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მცხოვრები კლიენტები შეძლებენ. განსაკუთრებული სერიის სედანის ძარამ უჩვეულო შავი ფერი – Nero Ribelle მიიღო და მისი სალონის დიზაინი კი ორ ფერში შესრულდა.

რაც შეეხება ძალოვან აგრეგატს, ავტომოყვარულებს სასურველი ვარიანტის – ბენზინის ძრავიანი, 3.0 V6-ის, ან 275 ძალის მქონე დიზელის ვერსიის მიღება შეეძლებათ. სიახლის მთავარი მახასიათებელი ექსკლუზიური 19 დიუმიანი საბურავებია. Maserati Ghibli Ribelle კარის შავ პანელს, სპორტულ საჭეს და წითელსა და შავ ფერში გაფორმებულ სავარძლებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Maserati-მ Ghibli-ს „ძალიან შავი“ ვერსია წარმოადგინა, ავტომობილს Nerissimo ეწოდა და ის კანადისა და შტატების ბაზარზე იყიდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები