გამოცემა „Railway Technology”-ს ინფორმაციით, რკინიგზის ოპერატორმა Rail Delivery Group-მა გადაწყვიტა, რომ თავის მატარებელში უახლესი ტექნოლოგია დანერგოს. ამიერიდან, მგზავრებს ტრადიციული ბილეთების შეძენა აღარ მოუწევთ და ვაგონში მოხვედრას თითის ანაბეჭდით შეძლებენ. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ეს მეთოდი ბევრად უფრო კომფორტული, სწრაფი და ამავდროულად უსაფრთხოა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სისწრაფეა, მგზავრს ბილეთის მოძებნა და კოდის ამოკითხვა აღარ მოუწევს და მატარებელში ასვლას სენსორზე თითის ერთი მიდებით შეძლებს.