LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცენარეების საუნა

139
მცენარეების-საუნა

სამკურნალო მცენარეების ორთქლი იწვევს კანის ზედაპირზე ფორების გახსნას, საოფლე ჯირკვლებისა და წყალ-მარილოვანი ცვლის გაძლიერებას. ორგანიზმიდან მაქსიმალურად ხდება შლაკების, ტოქსინებისა და მარილების გამოძევება. უმჯობესდება ყველა ორგანოს მუშაობა, მაქსიმალურად მიეწოდება ჟანგბადი, ეს კი იწვევს იმუნიტეტის გაძლიერებას. რეგულარული მცენარეების ორთქლის პროცედურების მიღება იწვევს:

ნერვული და ენდოკრინული სისტემის აღდგენას, დაბლა წევს სისხლში შაქრის შემცველობას.

აღადგენს და აუმჯობესებს ყველა ორგანოს მუშაობას, აძლიერებს კაპილარულ მიმოქცევას.
კანი ხდება ნაზი და ბზინვარე.

სუნთქვა არის სუფთა და თავისუფალი.

ხდება ცელულიტის დაშლა, რაც გვეხმარება წონის კორექციაში.

მცენარეების ორთქლის პროცედურები ტარდება ისეთი სამკურნალო ბალახეული მცენარეებით, რომელთაც გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური, ანტიცელულიტური, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. 

უკუჩვენებებია: მწვავე ჩირქოვანი დაავადებები, მწვავე ინფექციური დაავადებები, ტუბერკულოზი, ალკოჰოლიზმი, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, მიდრეკილებები სისხლდენისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები