LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთის ქუჩა გადაიკეტება

29

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში მცხეთის ქუჩაზე კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს. საგზაო სამუშაოები 13 აგვისტოს დაიწყება და 60 კალენდარულ დღეში დასრულდება.
სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე 16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა გადაიკეტება მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე. მეორე ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია: შპს „ჰერიო” აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები