LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren-ი სუპერქარს P1-ს დაემშვიდობა

17

McLaren-მა ბრიტანეთში არსებულ საავტომობილო ქარხანაში სუპერქარის P1-ის უკანასკნელი, 375-ე ეგზემპლარი დაამზადა და ამით, მისი გამოშვება დაასრულა. პირველად ავტომობილი 2012 წელს გამოჩნდა პარიზის ავტოშოუზე, თუმცა, წარმოებაში ოფიციალურად 2013 წელს ჩაეშვა.

McLaren P1-ში მოთავსებულია 3.8 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავი, რომელსაც ჰიბრიდული შესაძლებლობებიც გააჩნია. საერთო ჯამში ავტომობილი 916 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სუპერქარის საერთო მასა კი 1 547კგ-ს შეადგენს. სუპერქარი 200კმ/სთ სიჩქრეს 2,8 წამში ანვითარებს, 7 წამში 300კმ/სთ-ს, ხოლო 17 წამში მაქსიმალურ სიჩქარეს 350კმ/სთ-ს ”კეტავს”.

ავტომობილის საბაზრო ღირებულება მილიონ ევროს შეადგეს, ამ ფასში შედის დამატებითი ”ნავაროტკებიც”, რაც ავტომობილს უფრო სწრაფსა და მიმზიდველს ხდის. თუმცა, სამწუხაროა, რომ კომპანია მის დამზადებაზე ფინანსებსა და დროს აღარ დახარჯავს.

 

560x0_ee171b453214a086eb50c3e492242238

560x0_c7e531c68e3365a9ae51d33e284878d2

560x0_c77585dc810530d7765894166277608a

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები