LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren-მა გამარჯვების აღსანიშნავად ლიმიტირებული Artura Spider გამოუშვა

117
1428x1428


ბრიტანულმა კომპანიამ McLaren-მა  Formula 1 Constructors’ Championship-ში თავისი მეათე გამარჯვების აღსანიშნავად სპეციალური „ცეცხლოვანი“ McLaren Artura Spider Championship Edition წარადგინა.

სუპერქარის ტირაჟი მხოლოდ 10 ექსკლუზიური ეგზემპლარით შემოიფარგლება.

სპეციალური სერიის დიზაინზე იმუშავა ბრენდის ინდივიდუალური პერსონალიზაციის განყოფილებამ – McLaren Special Operations. თითოეული ავტომობილის ლივრეა ხელით არის შესრულებული Mayan Orange და Onyx Black ფერებში და იმეორებს ჩემპიონი ბოლიდის McLaren MCL39-ის დიზაინს, რომელმაც 2025 წელს გამარჯვება მოიპოვა.

ინტერიერში ასევე გრძელდება შავი თემატიკა ცეცხლოვანი ნარინჯისფერი აქცენტებით. სავარძლებზე ამოქარგულია ციფრი 10, ხოლო საჭის „ნულოვანი“ მონიშვნა იმავე ფერშია შესრულებული. მოსაპირკეთებლად გამოყენებულია Nappa ტყავი და ალკანტარა. თითოეულ ავტომობილში განთავსებულია სპეციალური ფირფიტა, სადაც ჩამოთვლილია საჩემპიონო სეზონის გამარჯვებები და საუკეთესო წრეები.

ზღურბლის დეკორატიული ელემენტები ხელმოწერილია გუნდის პილოტის – Oscar Piastri და Lando Norris მიერ, რომელმაც 2025 წელს ფორმულა-1-ის ჩემპიონობა მოიპოვა.

მოძრაობაში სუპერქარი მოჰყავს 600 ცხენის ძალის მქონე რბილ ჰიბრიდულ ძალოვან დანადგარა, რომელიც მოიცავს 3.0 ლიტრიან V6 ძრავს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას ავტომობილი დაახლოებით 3 წამში ახორციელებს.

გაყიდვების დაწყების თარიღი და ფასი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. როგორც ბონუსი, მყიდველები მიიღებენ პილოტების ხელმოწერილ სუვენირებსა და სამახსოვრო დაფებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები