Maserati North America Inc. აცხადებს, რომ საკუთარი კეთილი ნებით 40 000 მოდელს გაიწვევს, მათ შორის Quattroporte-ს, Ghibli-სა და Levante-ს მოდელებს, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიაზე გაიყიდა.
აშშ-ს ტრასებზე საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა მმართველობამ (NHTSA) Maserati-სგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ზემოთ ხსენებულ ავტომობილებში წინა სავარძლების ელექტრორეგულირებამ შესაძლოა მოკლე ჩართვა და ხანძარი გამოიწვიოს. პრობლემა 2014-17 წლების სამოდელო რიგის ავტომობილებს აღმოაჩნდათ.
გარდა ამისა, Maserati 2014-17 წლების 10 879 Quattroporte-სა და Ghibli-ს საწვავის მაგისტრალიდან შესაძლო გაჟონვის გამო იბრუნებს. პრობლემური ავტომობილების ყველა მფლობელი ავტომწარმოებელმა უკვე გააფრთხილა.
ბოლო წლის განმავლობაში ეს Maserati-სთვის პირველი მასშტაბური გაწვევა არ არის. 2016 წლის ბოლოს იტალიურმა კომპანიამ 28 235 ავტომობილი დაიბრუნა. მიზეზი უჩვეულო იყო – აქსელერატორის სატერფული შესაძლოა მძღოლის ხალიჩის ქვეშ გაჭედილიყო. 2016 წლის მაისში ჩინეთიდან 20 000 Quattroporte და Ghibli მართვის შესაძლო დაკარგვის გამო გაიწვია.