LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maserati-მ 750 ძალის სარბოლი სუპერქარი დააანონსა

40
Capture

კომპანია Maserati სუპერქარი MC20-ის განსაკუთრებულ ვერსიას ამზადებს, მოდელს, რომელიც მხოლოდ რბოლისთვის იქნება განსაზღვრული. იტალიელმა მწარმოებელმა სამი თიზერი გამოაქვეყნა და მათი დახმარებით მოდელის დიზაინის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნა ნამდვილად შესაძლებელია. გარდა ამისა, Maserati-მ სიახლის ტექნიკური შიგთავსის შესახებაც გაამხილა გარკვეული დეტალები. სუპერქარი 62 ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვა და თუ რა იქნება მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.

Maserati Project24 მოძრაობაში იმავე 6 ცილინდრიან ბენზინის ტურბო ძრავს მოჰყავს, რომელიც MC20-ს აქვს დამონტაჟებული. სარბოლო ვარიაციისთვის აგრეგატს 630-დან 750 ცხენის ძალამდე გააძლიერებენ. ძრავა 6 დიაპაზონიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

სალონში უსაფრთხოების კარკასი, ცეცხლმაქრი და მძღოლის სპეციალური უსაფრთხოების ღვედია დამონტაჟებული. დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში მწარმოებელი მგზავრის სავარძელს, უკანა ხედვის კამერას, საბურავების მონიტორინგის სისტემას და სხვა ოფციებს დაამატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები