შვედმა მძარცველებმა ელექტროტექნიკით სავსე ფურგონი შუა გზაზე მოძრაობის დროს გაძარცვეს. შემთხვევა სათვალთვალო კამერამ გადაიღო და კადრები მოგვიანებით თავად სამართალდამცავებმა გაავრცელეს.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ორი მძარცველი 50 კმ/სთ-ით მოძრავ სატვირთოს თავისი ავტომობილით უახლოვდება, შიგნით ძვრება და გაჯეტების გატანას იწყებს. მოხერხებულმა ქურდებმა თავისი საქმე იდეალურად შეასრულეს და უკან იმავე გზით გაბრუნდნენ, როგორც მოვიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო რგოლის ბოლოში ნაჩვენებია, თუ როგორ აკავებს პოლიცია მძარცველებს, როცა ისინი უკვე სხვა ავტომობილის გაძარცვას იმავე მეთოდით ცდილობდნენ.