LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლებს აგრესიის დონეს შეუმოწმებენ

96

რუსმა მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ტესტები, რომელთა მიზანიც იმის დადგენაა, თუ რამდენადაა ადამიანი აგრესიისა და ძალადობისკენ მიდრეკილი. წინასწარი ინფორმაციით, ახალი მეთოდიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ის ბევრ პრობლემას მოაგვარებს. თუმცა, ავტოექსპერტები იმასაც შიშობენ, რომ სიახლე მორიგ კორუფციულ სქემას გააჩენს, ამიტომ ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია.

ზოგადად ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნებადართული სიჩქარის 20 კმ/სთ-ით გადაჭარბებაც კი სერიოზული დარღვევაა. ხოლო, მაშინ როცა მძღოლი სიჩქარეს 5-ჯერ ან 6-ჯერ მაინც აჭარბებს, ეს უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემაზე მიუთითებს. ხშირ შემთხვევაში ასეთ მძღოლებს პრობლემა არამხოლოდ საჭესთან, არამედ სხვა სფეროებშიც აქვთ ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მართვის მოწმობის აღების მსურველებს ფსიქოლოგიური ტესტების გავლა არ უწევთ, თუმცა ფაქტია რომ ეს რეგულაცია საჭიროა და მომავალში აუცილებლად უნდა დაინერგოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები