LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლი სერიოზულ ავარიაში მოხვდა და საავადმყოფოში თავისი ცხოვრების სიყვარულს გადააწყდა

34
436456435

ბრიტანეთის მკვიდრი მძიმე ავარიის შემდეგ 10 დღე კომაში იყო, გონზე მოსულმა კი საავადმყოფოში თავისი ცხოვრების სიყვარული იპოვა. ემოციურ ისტორიას Daily Mail ავრცელებს.

34 წლის მშენებელ-ინჟინერ რიჩარდ ჯონსს სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. სატვირთომ, რომელშიც ის იჯდა, გზიდან გადაუხვია და საგზაო ნიშანს დაეჯახა. მძღოლმა მრავლობითი მოტეხილობები მიიღო და რამდენიმე ორგანო გაეთიშა კიდეც. სისხლდენის შეჩერება გამვლელებმა შეძლეს. დაშავებული საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს და იქ მან 2 თვეზე მეტი გაატარა. 10 დღის განმავლობაში კაცი კომაში იყო.


ბრიტანელი გადარჩა, თუმცა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

საავადმყოფოში მან გაიცნო 31 წლის ექთანი მიხაელა ჯეინი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობით იყო დაკავებული.
„მას პირველად საავადმყოფოში შევხვდი, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. შინ დაბრუნებულმა ამის შესახებ დას ვუამბე. ამის შემდეგ გადავწყვიტე მისთვის მიმეწერა და ჩვენი ისტორიაც ასე დაიწყო“ – ამბობს ჯონსი.

მამაკაცი ძალიან დარდობდა თავის ახალ მდგომარეობაზე და არ იყო დარწმუნებული მიიღებდა თუ არა ქალი მას ასეთს. თუმცა, მისი ეჭვები არ გამართლდა და წყვილი უკვე პირველი შობის აღსანიშნავად ემზადება, თანაც 8 თვის გოგონასთან ერთად.

ჯონსმა სიარული თავიდან ისწავლა და ახლა იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც ამპუტაციის გადატანა უწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები