LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლი თავისივე ავტომობილის გატაცებისთვის დააკავეს

103
მძღოლი თავისივე ავტომობილის გატაცებისთვის დააკავეს

გერმანიის მკვიდრმა მოიპარა თავისი BMW, მანქანა რომელიც მანამდე თავად მას მოჰპარეს. უჩვეულო სიტუაციაში ქალაქ მანჰაიმის 27 წლის მკვიდრი აღმოჩნდა, რომელიც თავისი ავტომობილით ნათესავების მოსანახულებლად რუმინეთში იყო წასული. სანამ მამაკაცი დროს ოჯახთან ატარებდა, უცნობმა პირებმა მისი სატრანსპორტო საშუალება გაიტაცეს. ავტომფლობელმა მაშინვე პოლიციას და სადაზღვევო კომპანიას მიმართა, თუმცა გამოძიებამ მხოლოდ იმის დადგენა შეძლო რომ მისი BMW დორტმუნდის მკვიდრს მიჰყიდეს.

GPS-ის დახმარებით თავისი ავტომობილის მდებარეობის დადგენის შემდეგ, გერმანელი დორტმუნდისკენ გაემართა. მამაკაცმა მანქანა ადვილად იპოვა, გასაღებით გახსნა და მშვიდად წავიდა სახლში. მანქანის გაქრობის აღმოჩენის შემდეგ, ახალმა მფლობელმა პოლიციაში განცხადება დაწერა. პოლიციამ გატაცებულ მოდელს თვალი მიადევნა და პირვანდელი მეპატრონე რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ დააკავა. მამაკაცს არ უშველა იმ ფაქტმა რომ, თავისი ავტომობილის ყველა დოკუმენტი თან ჰქონდა.

ამჟამად ორგზის მოპარული BMW, რომლის ფასიც 12 ათასი ევროა, პოლიციის ავტო სადგომზეა გადაყვანილი, ხოლო მისი პირველი მეპატრონე სიტუაციის გარკვევამდე დაკავებულია. პოლიციას მოუწევს დაადგინოს, თუ ვინ არის მანქანის კანონიერი მეპატრონე და რუმინელი გამტაცებლის ადგილმდებარეობაც იპოვოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები