მძღოლმა „ტესლას“ ავტოპილოტი ავარიაში დაადანაშაულა, თუმცა შემდეგ ყველაფერი უარყო. სააგენტო „Bloomberg”-ის ინფორმაციით, 58 წლის დეივ კლარკი ავარიაში მოყვა და ყველაფერი ელექტრომობილს დააბრალა. მან ავტომწარმოებელს ოფიციალური წერილიც მიწერა, სადაც აღნიშნავდა რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ელექტრონიკამ გამოიწვია. მოგვიანებით მძღოლმა ყველაფერი უარყო და აღიარა რომ ინციდენტი მხოლოდ და მხოლოდ მისი შეცდომის გამო მოხდა, თუმცა ამან „ტესლას“ იმიჯს ვეღარ უშველა და კომპანიის აქციები 4,4%-ით დაეცა. რაც შეეხება კლარკის ავარიას, შემთხვევის დროს ავტომობილში სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი სერიოზული დაზიანებების გარეშე გადარჩა.