LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და გოგა მესხს კარგი გეგმები გვაქვს,  გვინდა, რომ ძველი სიმღერების კრებული გავაკეთოთ… არის სიახლეები, ბევრი სიურპრიზი“ – სანდრო ბუკია სტუმრად „არ დაიდარდოში“

191
სანდრო-ბუკია

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ სანდრო ბუკია სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „სავედრებელი ღვთისმშობლისადმი“ პრემიერა შედგა.

სანდრო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

არის სიახლეები, ბევრი სიურპრიზი. მე და გოგა მესხს რაღაც კარგი გეგმები გვაქვს,  გვინდა, რომ ძველი სიმღერების კრებული გავაკეთოთ. ალბათ, კვარტეტი ვიქნებით, ახლა ყალიბდება ეს ყველაფერი. ჯერ საავტორო უფლებები უნდა ავიღოთ სიმღერებზე და შემდეგ, შევუდგებით საქმეს.

ჩემს სოლო კარიერასთან დაკავშირებითაც მაქვს გეგმები, რომელიც უნდა განვახორციელო.

ვისაუბროთ სიმღერაზე „სავედრებელი ღვთისმშობლისადმი“.

ჩემმა მეგობარმა მითხრა, ეს სიმღერა მოგიხდებაო და გავბედე ჩაწერა. ტექსტის ავტორი ირმა გურიელია. სიმღერის ავტორი ნუგზარ თუშიშვილია. ახალი არანჟირების ავტორი მარიკა ქაცარავაა.

კლიპის გადაღებას თუ გეგმავთ?

დიახ, ვგეგმავ და უფლის მადლით, თუ მოხდება გადაღება, ძალიან კარგი იქნება, რადგან მართლა ძალიან კარგი ლექსია და ძვირფასი ადამიანების გაკეთებულია.

სანდრო ბუკია – სავედრებელი ღვთისმშობლისადმი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

სანდრო ბუკია. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები