LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გავაკეთე ყველაფერი, ხმაც მე ჩავწერე, მე თვითონ გავაორკესტრე… ცოცხალი ინსტრუმენტიც ბევრია ამ სიმღერაში“ – მიშა ზაქარიაშვილი და ედუარდ უგულავა პრემიერით „არ დაიდარდოში“

141
მიშა-ზაქარიაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მიშა ზაქარიაშვილი და ედუარდ უგულავა სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „ზეცა ღვინის ფერია“ პრემიერა შედგა.

მოგვიყევით თქვენს თანამშრომლობაზე.

მიშა: მე და ეს ადამიანი ვართ ისე, როგორც გოგი ცაბაძეს ჰყავდა მორის ფოცხიშვილი, ამ ბოლო დროს, სულ მის ლექსებზე ვწერ სიმღერებს, რადგან გენიალური პოეტია.

ედუარდი: ჩვენ დიდი ხანია, ერთად ვმუშაობთ სიმღერებზე.

მიშა, სად  და როდის იგეგმება თქვენი კონცერტები?

მიშა: კონცერტები იგეგმება აგვისტოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ხაშურში.

ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლითაც დღეს გვესტუმრეთ – „ზეცა ღვინის ფერია“.

მიშა: გავაკეთე რაღაც მელოდია და ედუარდს ვუთხარი, რომ ლექსი მჭირდებოდა. მოისმინა მელოდია და მაგარი ლექსი „გამოაცხო“. აღსანიშნავია, რომ მე გავაკეთე ყველაფერი, ხმაც მე ჩავწერე, მე თვითონ გავაორკესტრე… მერე, მოვიფიქრე, მოდი, გია მაჭარაშვილს გადავუგზავნი და აკორდეონი დაადოს-მეთქი და დიდი მადლობა მას. მერე, ჩემს მეგობარს, გია თაბაგარს ვუთხარი, იქნებ, გიტარა დაადო ცოცხლად-მეთქი. ასე რომ, ცოცხალი ინსტრუმენტიც ბევრია ამ სიმღერაში.

უახლოეს მომავალში თუ გეგმავთ ახალი სიმღერის ჩაწერას?

მიშა: ეს ედუარდზეა დამოკიდებული. ლექსს თუ შემომთავაზებს, სიმღერები ჩემზეა.

მიშა ზაქარიაშვილი – ზეცა ღვინის ფერია

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები