LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ჩაძირული ნაძვების სასარგებლო თვისებები დაადასტურეს

108
Christmas-Tree-Farm--1024x576

ფინეთის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საშობაო ხეების ჩაძირვა წყალსაცავებში ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას აუმჯობესებს. ამის შესახებ love paper წერს.

ექსპერიმენტის სახით მათ დაახლოებით 1,5 ათასი ნაძვი საიმას ტბაში ჩაძირეს. ხეებს დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეში უშვებდნენ და იქ მათ აგურებით აფიქსირებდნენ.

აღმოჩნდა, რომ ჩაძირული ნაძვები წყლის ბინადრებისთვის კარგ გარემოს ქმნიან. ხეებზე მიკრო ორგანიზმები და სოკოები ჩნდებიან, რაც შემდგომში თევზების და სხვა არსებების საკვებად გადაიქცევა.

სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ წყალსაცავებში, სადაც ნაძვები ჩაძირეს, სახეობათა მრავალფეროვნება 5-ჯერ მაინც გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ საშობაო ხეების ჩაძირვის ტრადიცია არსებობს false და გასულ წელს მას შვედებიც შეუერთდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები