LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორეც წავაგეთ: გერმანიამ ერთით გვაჯობა

50

ბარსელონაში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა. ამჯერად ჩვენების მეტოქე გერმანიის ეროვნული გუნდი იყო. თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 3:1 მოიგო, თუმცა შემდეგ გერმანელები გააქტიურდნენ და მატჩის ბოლომდე საკმაოდ დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ.

საბოლოოდ მატჩი 10:9 დასრულდა გერმანელთა სასარგებლოდ.

მომდევნო თამაშს ჩვენი წყალბურთელები ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან, იტალიის ნაკრებთან, 20 ივლისს გამართავენ. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გერმანია-საქართველო 10:9
(1:3, 3:2, 3:2, 3:2)
გოლები: 0:1 რურუა, 1:1 იუენგლინი, 1:2 მაგრაქველიძე, 1:3 ბაღათურია, 2:3 რეიბელი, 2:4 გეგელაშვილი, 3:4 რეიბელი, 4:4 რილი, 4:5 ქავთარაძე, 5:5 ეიდნერი, 5:6 ბაღათურია, 6:6 სტამი, 7:6 რილი, 7:7 იელაცა, 7:8 ცრეპულია, 8:8
რილი, 9:8 იუენგლინი, 9:9 რურუა, 10:9 რილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები