LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკის ერთ-ერთი ქალაქის მერმა ნიანგზე იქორწინა

189
11T4OOOVBJTZBDZDXTX6MEBNU

მექსიკაში, ერთ-ერთი ქალაქის მერმა ვიქტორ ჰუგა სოსამ ალიგატორზე იქორწინა. Reuters-ის ინფორმაციით, სინამდვილეში ეს ქორწილი უძველესი რიტუალის ნაწილი იყო.

საუკუნოვანი ტრადიცია სიუხვის და ბარაქის მოზიდვას ემსახურება. ნიანგი ღვთაებას განასახიერებს და მას როგორც „პატარა პრინცესას“ ისე მოიხსენიებენ. ასეთი ქორწილი კი ღმერთებისა და ადამიანების ერთობლიობას უსვამს ხაზს.

ცერემონიის დროს ალიგატორს საქორწინო კაბა ეცვა და ბოლოს ყველაფერი სასიყვარულო ამბორით დასრულდა.

შემდეგ ადგილობრივებმა „პატარძალი“ ხელში აიტაცეს და ქალაქის ქუჩები ასე მოიარეს. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნა, სადედოფლო კაბის არჩევას ძალიან დიდი დრო დაუთმეს და ალიგატორს უამრავი ნიმუში მოასინჯეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები