ხელოვნური ინტელექტი საავტომობილო დიზაინერების პროფესიას გაანადგურებს. და ეს სულ რაღაც 10 წელში მოხდება, ფიქრობენ Mercedes-Benz-ის ხელმძღვანელობაში. ამ დროისთვის დიზაინერის პროფესია გლობალურ ტრანსფორმაციას განიცდის, განსაკუთრებით ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის სფეროში. Mercedes-ი ხელოვნურ ინტელექტს ახალი მოდელების შემუშავებისას უკვე იყენებს და ეს ტექნოლოგია პროგრესს ფაქტობრივად ყოველდღიურად განიცდის, კარდინალურად ცვლის პროექტირების წესებს.
ამჟამად ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული იდეების 99% მიუღწევადია, თუმცა არის ის 1% როცა კარგი იდეებიც იბადება, ისეთები რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია. დიზაინერთა ჯგუფის მიზანიც კარგი და ცუდი იდეების განცალკევებაა. ყოველ დღიურად ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. „ვფიქრობთ, რომ 10 წლის შემდეგ პროექტების უმრავლესობას ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს და დიზაინერები სამსახურს დაკარგავენ, – უთხრეს Mercedes-Benz-ში ჟურნალისტებს. – ჩვენი შთამომავალი იქნება მანქანა, რომლის მუშაობაც ჩვენს ხელფასზე ბევრად ნაკლები დაჯდება.