LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz 2017 წლის პრემიუმ კლასის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდა

30

2017 წელს Mercedes-Benz ოფიციალურად გახდა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი. 12 თვეში კომპანიამ 2 289 344 ავტომობილი გაყიდა, რაც 9,9%-ით უფრო მეტია, ვიდრე 2016 წელს. ასეთი შედეგები ჩინეთში, გერმანიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ძლიერმა მოთხოვნამ განაპირობა.

მშობლიურ, გერმანულ ბაზარზე Mercedes-Benz-მა 300 000 ავტომობილი გაყიდა, ეს კი მაშინ, როდესაც მთელს ევროპაში 955 301 ავტომობილის რეალიზაცია მოხდა. ევროპაში გაყიდვების მოცულობა 6,4%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ჩრდილო ამერიკულ რეგიონს, სადაც აშშ, კანადა და მექსიკა მოიაზრებიან, Mercedes-Benz-მა 400 320 ავტომობილი გაყიდა.

აშშ-ში გერმანელებმა უარყოფითი დინამიკა აჩვენეს – მინუს 0,9% რაც 340 000 გაყიდულ ავტომობილს გულისხმობს. მწარმოებელი ამ შედეგს სედანებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირებს.

ყველაზე კარგი ტემპი – 25,9% Mercedes-Benz-მა ჩინეთში დააფიქსირა. 2017 წელს აქ ბრენდმა 587 868 ავტომობილის რეალიზაცია მოახერხა.

წლის ყველაზე პოპულარული მოდელი C-Class გახდა. მისი ტირაჟი 415 000 ერთეულს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები